REP FOR EVER
ნავიგაცია  
  მთავარი გვერდი
  რელიგია
  სურათები
  mario ფლეშ თამაშები
  თამაშები
  ვიდეოები
  სათავგადასავლო კინოები
  საშინელებათა ფილმები
  კომედია
  სასაცილო სურათები
  პროგრამები
  ფილმები ქართულად
  გამოცანები
  ლიტერატურა
  ფლეშ თამაშები
  მოძრავი სურათები
  საიტის ავტორი
  მუსიკა
  საბავშვო
  ელ. წიგნები
  პირდაპირი ეთერი
  ფლეშ ვიდეოები
  საიტის კითხვები
  დიეტები
  ავრილ ლავინის სიმღერები
  ცნობილ ხალხთა ბიოგრაფიები
  მობილურებისთვის
  კინოები
  ლოგინი
  კულინარია
  მოდა
  იცით თუ არა ...
  ჰოროსკოპი
  ძიება
  Counter-Strike
  ვისწავლოთ ხატვა
რელიგია

რელიგია

 

 
 
 
 

რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ არაბუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არის არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

რელიგიის წარმოშობა [რედაქტირება]

რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები


მსოფლიოს რელიგიები [რედაქტირება]

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

ქრისტიანობა

 

ქრისტიანობა არის ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებებს და სექტებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა

ქრისტიანობის წარმოშობა

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრიაკავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზიეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

მონასტერი და ბერ-მონაზვნები [რედაქტირება]

სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს - მონასტერს.

საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.

ქრისტიანული სამყაროს გაყოფა

რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს - კათოლიკური

კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ერტიანია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დანაწევრებულია ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება ლათინურ ენაზე სრულდება, მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.


                                                       ისლამი

ისლამი (არაბ. الإسلام islām "ერთგულება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)


ვინ იყო მუჰანედი?

მუჰამედი (მაჰმადი, არაბულად: მუჰ(ხ)ამმად) იყო პირობნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშვილების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის - ალაჰის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა, და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ალაჰის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა (ხალიფატი), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ. ისლამის მამამთავარმა და მოქადაგემ ბევრი რამ აიღო იუდაიზმისა და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს (ნოჰ), აბრაამს (იბრაჰიმ), იაკობს (იუყუბ), ისააკს, მოსეს (მუსა), დავით მეფეს (დაუდ) და სოლომონ მეფეს (სულეიმან), წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც მთლიანად შედგება მუჰამედის ქადაგებებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.

 
   
მუსია  
  [video]rembo10_1.mp3[/video]  
Сегодня были уже 1 посетителей (1 хитов) здесь!
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно