REP FOR EVER
ნავიგაცია  
  მთავარი გვერდი
  რელიგია
  სურათები
  mario ფლეშ თამაშები
  თამაშები
  ვიდეოები
  სათავგადასავლო კინოები
  საშინელებათა ფილმები
  კომედია
  სასაცილო სურათები
  პროგრამები
  ფილმები ქართულად
  გამოცანები
  ლიტერატურა
  ფლეშ თამაშები
  მოძრავი სურათები
  საიტის ავტორი
  მუსიკა
  საბავშვო
  ელ. წიგნები
  პირდაპირი ეთერი
  ფლეშ ვიდეოები
  საიტის კითხვები
  დიეტები
  ავრილ ლავინის სიმღერები
  ცნობილ ხალხთა ბიოგრაფიები
  მობილურებისთვის
  კინოები
  ლოგინი
  კულინარია
  მოდა
  იცით თუ არა ...
  ჰოროსკოპი
  ძიება
  Counter-Strike
  ვისწავლოთ ხატვა
იცით თუ არა ...

ესპანელი მამაკაცები
ესპანელი - ევროპული ნაციაა, რომელიც მზით არის გაჟღენთილი. "ჩვენ მზით ვართ მთვრალნი, როგორც ღვინით" - ეს მათ შესახებაა ნათქვამი.

ისე, როგორც თავის სხეულს გრძნობენ ესპანელები (და ლათინოამერიკელები), სხვა არავინ გრძნობს. მათი ქალებისა და მამაკაცების ცეკვა, რიტმი და სხეულის განსაკუთრებული პლასტიკა ბუნებრივია, ცოცხალი და მწველი. თავგადასავლების ძიებაში ესპანელი მამაკაცები იგონებენ ისეთ გართობას, როგორიცაა ხარების გამოშვება ქუჩაში, ან ქვეყნის ისტორიული დაყოფა, რომელიც ისედაც პატარაა - 4 ნაწილად, რაც მოცემულ სიტუაციაში ლოგიკურია, რადგან მათ შორის გამუდმებული კონფლიქტი და ურთიერთობების გარკვევა მიმდინარეობს.

ესპანელები გრძნობენ სილამაზეს, მაგრამ არა ისე, როგორც იტალიელები - ისინი გრძნობენ მას უფრო ბრუტალურად, მარტივად, მიწიერად. თუ იტალიელების სილამაზე ნერვიულია, იმპულსური და დახვეწილი, ესპანელებისათვის მთელი სილამაზე სხეულშია, კანში, რომელიც ხავერდივითაა და საოცარი სურნელი ასდის.

ესპანეთი - ეს არის ქვეყანა, რომელშიც უამრავი ძველი ტრადიციაა, პატრიარქატი და ა.შ. ამიტომ ძალიან კონსერვატიულია სილამაზის განსაზღვრაში. ქალის სხეული ესპანეთში იშვიათი სიმრგვალისაა, გოგონებს წვრილი წელი აქვთ, ხოლო თეძოები მანდოლინას ფორმის. მამაკაცი - მკვეთრი გენდერული თავისებურებებით, მაგრამ ამასთან მას აქვს უფლება თითქმის ისტერიულად იტიროს, იტანჯოს, იცეკვოს, დახვეწილად იმოძრაოს და იყოს ძალიან ბუტია.

ესპანური ხელოვნება - შედარებით ყოფიერებითია, ეს უფრო მაღალი კლასის ხელობაა, ოსტატობა, შემოქმედება, ვიდრე ხელოვნება. იგი შესანიშნავია, მაგრამ არა ამაღლებული, არა "არაფერზე". პოეზია - დიახ, დახვეწილი, მსუბუქი, ლირიული, არის ასევე ძალიან მძიმე, ღრუბლიანი, ცრემლის მომგვრელი.

დღემდე ესპანეთში ძლიერია ხალხური მოტივები, ფოლკლორი, ეთნიკა. აღინიშნება შემონახული ძველი დღესასწაულები, ხოლო კათოლიციზმი ატარებს კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს: შეღებილი სტატუეტები, აქსესუარები და ყვავილების მორთულობები თავისი ფესვებით დაკავშირებულნი არიან სულთა თაყვანისცემსთან და გაკერპებული ღმერთების სამყაროსთან.

ინდივიდუალიზმი, თუ არა ბანალური ეგოიზმი დევს ესპანელის ხასიათში და ხელს უშლის მას მსხვერპლად გაიღოს სულ მცირედი საკუთარი სიამოვნებიდან საერთო საქმისათვის. აქედან კი მომდინარეობს რომ საერთოდ არ აწუხებთ სინდისის ქენჯნა და სწორედ ამიტომ ესპანელი მამაკაცები სახელგანთქმულნი არიან სასიყვარულო თავგადასავლებითა და დამსხვრეული გულებით სავსე "ჩანთით".

ესპანელები ხშირად პატივმოყვარენი არიან, არ არიან შურიანები და არ არის ადვილი მათზე შთაბეჭდილების მოხდენა. ნებისმიერ პირად შეკითხვაზე ისინი მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ, რადგან მათი აზრით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მათთვის დრო დიდ როლს არ თამაშობს, რადგან იგი თავს ესხმის მათ თავისუფლებას, ხოლო თავდასხმა თავისუფლებაზე, ეს არის თავდასხმა სიამოვნებაზე.

ესპანელების ლექსიკონში მთავარი სიტყვაა "Mañana", რომელსაც მხრების აჩეჩვა მოყვება.

ეს სიტყვა ნიშნავს - "ხვალ"
ან "ზეგ"
ან "მაზეგ"
ან "ერთი კვირის შემდეგ"
ან "იმ კვირაში"
ან "იმ თვეში"
ან "მოგვიანებით"
ან "მერე"
ან "არასდროს"
ან "არავითარ შემთხვევაში"

ესპანეთი მრავალეროვანი ქვეყანაა. ამიტომ სხვადასხვა პროვინციის მაცხოვრებლები არ გვანან ერთმანეთს გარეგნულადაც კი. ისინი სხვადასხვა ენაზე ან კუთხურად საუბრობენ. ამ ქვეყანაში სამი ნაციონალური ენაა - კასტილიური, კატალონიური და ბასკური. ესპანელის ტიპიური გარეგნობაა - კარგად ნაკვები, ვნებიანი ადამიანი, რომელსაც უყვარს მზე და სიცოცხლე, როგორც წესი, უჩვეულოდ ენერგიული და მოძრავია, ემოციური და ტემპერამენტული, გახსნილი და კონტაქტური.

საქმიან ასპექტში ეს ადამიანები არ არინ სიჩქარის მოყვარულნი, თუმცა აქტიურები არიან და შეუძლიათ გადადონ ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი საქმე ხვალისათვის და მშვიდი გულით წავიდნენ დასასვენებლად. ხოლო რაც შეეხება ესპანურ დაუდევრობას, ამ თემაზე თავადაც ბევრს ხუმრობენ.

ესპანელ მამაკაცთან იოლია ურთიერთობა, ყოფიერებაში სასიამოვნოა მათ გვერდით ქალად ყოფნა, მაგრამ მუდამ უნდა გახსოვდეთ მათი ბავშვურად კაპრიზული და გათამამებული ხასიათის შესახებ.
 


წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი)

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით, ქ. თბილისში ნუცუბიძის მეოთხე მკ / რ-ში პლატოზე 35 – 36 კორპუსების მიმდებარე ფერდობზე შენდება მეფისა და საქართველოსთვის თავდადებული წმინდა მოწამე ღირსი მამა თევდორე "კველთელის " სახელობის ტაძარი.

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.

ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: "ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს". წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.



მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, "სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა". მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. "ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა". მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა "გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს", ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. "იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს".

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.

მეფისა და საქართველოსთვის თავდადებული წმინდა მოწამე ღირსი თევდორე კველთელი არის ერისა და თქვენი ოჯახების შემწე და მფარველი. ქართველი ერის შთამომავლობა ვალდებულია უკვდავყოს წმინდა მოწამის სახელი.

წმ. მოწამე ღირსი თევდორე კველთელის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელია დეკანოზი თეოდორე (ამბროლაძე). მოგმართავთ თხოვნით შეძლებისდა გვარად გაგვიწიოთ დახმარება.

მომსახურე ბანკი: ს.ს. "თიბისი ბანკის" ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101830
ანგარიშსწორების ანგარიში GEL: N 38436080100004

ღმერთს ებარებოდეთ და ღმერთი გიბარებდეთ!

 

 წყარო: "ქართველ წმინდანთა ცხოვრება"


ვალენტინობის დღე სხვადასხვა ქვეყნებში
იტალიაში, საიდანაც ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სათავეს იღებს ვალენტინობის დღე, 14 თებერვალს "ტკბილ" დღეს უწოდებენ. დღესასწაულის სახელიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ამ დღის მთავარ საჩუქარს ტკბილეული წარმოადგენს: კანფეტები, ნამცხვარი და გულის ფორმის შოკოლადები.

ტკბილეულის ჩუქების ტრადიცია ამერიკაშიც არსებობს. ადრე შეყვარებული ამერიკელები ერთმანეთს მარციპანს ჩუქნიდნენ. ეს საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი იყო, რადგან შეიცავდა შაქარს, რაც მაშინ ძალიან ძვირად ფასობდა. 1800 წლიდან დაიწყეს შაქრის ჭარხლის ფართოდ გამოყენება და ამერიკელებმა კარამელის წარმოება ააწყვეს. წმინდა ვალენტინის დღეს ისინი მოწითალო თეთრ კანფეტებზე აკაწრავდნენ დღესასწაულის შესაბამის სიტყვებს. 50-იან წლებში კანფეტების ჩალაგება დაიწყეს გულის ფორმის მუყაოს ყუთებში. ტრადიციის მიხედვით ვალენტინობის დღეს არა მარტო იმათ ულოცავენ, ვისთანაც რომანტიული ურთიერთობები აქვთ, არამედ ყველას, ვინც უყვართ: დედებს, მამებს, ბებიებს, პაპებს, მეგობრებს და ა.შ.

ინგლისელები ამ დღეს არა მარტო საყვარელ ადამიანებს ულოცავენ, არამედ საყვარელ შინაურ ცხოველებსაც - ცხენებს, ძაღლებს. 14 თებერვალს ინგლისში პოპულარულ საჩუქარს წარმოადგენს გულის ფორმის ტკბილეული, რბილი სათამაშოები, ბრიტანეთში განსაკუთრებით საყვარელი დათვი ტედი და შეუცვლელი მისალოცი ღია ბარათები ვალენტინობისათვის.

საფრანგეთში გულის ფორმის მისალოცი ღია ბარათების გარდა ჩუქნიან თეთრეულს, შოკოლადის მუსს, კანფეტებს, რომანტიულ მოგზაურობებს, "ბედნიერ" ლატარიის ბილეთებს, გულის ფორმით დაჭრილ ძეხვს, ვარდისფერ იოგურტს, ხელოვნურ ყვავილებს. ვალენტინობის დღეს წარმატებულად ითვლება გულისა და ხელის თხოვნა. შამპანურისა და დესერტის ქვეშ შეყვარებულს აწვდიან წითელ (ლურჯს, თეთრს, ცისფერს) პატარა ყუთს, რომელშიც ნიშნობის ბეჭედი დევს.

ჰოლანდიაში 14 თებერვალს არ ითვლება სირცხვილად, თუ ქალი მივა მამაკაცთან და თვითონ სთხოვს ცოლად გაყოლას. თუ მამაკაცი ამ თხოვნას ვერ აასრულებს, თავის თავს დააბრალოს: მან უნდა უყიდოს ქალს კაბა, სასურველია აბრეშუმის.

იაპონიაში სიყვარულის დღე თავისებური 8 მარტია, ოღონდ კაცებისათვის... ამ დღეს საჩუქრებსა და მილოცვებს მამაკაცები იღებენ. მათთვის მიღებულია მამაკაცის ყველანაირი აქსესუარების ჩუქება: საპარსი, ლოსიონები, საფულე და ა.შ. ასევე შოკოლადი, რომელსაც იაპონელები მკვეთრად ყოფენ ორ სახეობად. არის შოკოლადი "გირი" - ეს "აუცილებელი შოკოლადია", რომელსაც ჩუქნიან ძმებს, კოლეგებს, მეგობრებს და არის კიდევ შოკოლადი "ჰონმეი" – "შოკოლადი უპირატესობებით", რომლის ჩუქებაც მხოლოდ საყვარელი მამაკაცისათვის შეიძლება. ერთი თვის შემდეგ იაპონიაში დგება თეთრი დღე, სადაც როლები იცვლება: საჩუქრებსა და მილოცვებს მხოლოდ ქალები იღებენ.

უელსი სახელგანთქმულია ე.წ. "სიყვარულის კოვზებით". დღესასწაულის წინა დღეს შეყვარებულები ხისგან ჭრიან კოვზებს, რთავენ მას გულებით, გასაღებებით და კლიტეებით და ერთმანეთს ჩუქნიან. ასეთი საჩუქარი ნიშნავს: "შენ იპოვე გზა ჩემი გულისაკენ".

პოლონელები 14 თებერვალს მიდიან პოზნანის მეტროპოლიაში, სადაც, გადმოცემის თანახმად დასვენებულია წმინდა ვალენტინის ძალა და მისი სასწაულმომქმედი ხატი. მათ სჯერათ, რომ ეს დაეხმარებათ სასიყვარულო საქმეებში.

გერმანიაში წმინდა ვალენტინი შეყვარებულთა მფარველად კი არ ითვლება, არამედ ... ფსიქიურად დაავადებულთა მფარველად. დღესასწაულის პატივსაცემად გერმანელები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს წითელი ლენტებით რთავენ, ხოლო ეკლესიებში სპეციალური ლოცვები ტარდება.

ესპანეთში სიყვარულის დღეს 1 მაისს აღნიშნავენ. მის შეუცვლელ სიმბოლოებად ითვლება მაისის ხე და "დედოფალი", რომელიც არჩეულია ყველაზე ლამაზი გოგონებისაგან.

ბრაზილიაში ეს დღე 12 ივნისს დგება.

ზოგიერთ ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღე კი საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ირანში და საუდის არაბეთში სპეციალურ ზომებს მიმართავენ იმისათვის, რომ ამ დღესასწაულზე აკრძალვა შემოიღონ. 



ალილოობა საქართველოში
ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ხოლო მისი შობა ასე მოხდა: იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა ჩასულიყო და აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. როგორც იცით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დანიშნული იყო მართალ იოსებზე.

და აი, მათ მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და მის შორიახლოს საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი და ამით გვიქადაგა თავმდაბლობა. ბაგის ახლომახლო მწყემსები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და თბებოდნენ. ამ დროს ისინი უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს: რას დგახართ აქ? დღეს თქვენთვის იშვა მაცხოვარი. და აი, ნახავთ მას ბაგაში თავის დედასთან ერთად. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდი უჩინო შეიქმნა. მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საითაც ანგელოზებმა მიანიშნეს და იქ, მართლაც, იხილეს უბრალო სახვევებში შეხვეული ჩვილი იესო ყოვლადწმიდა ქალწულის მკლავებში და თაყვანი სცეს მას. შემდეგ კი გახარებულნი დაბრუნდნენ მინდორში და ადიდებდნენ ღმერთს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ხილვის ღირსნი გახადა (ლუკა 2, 8-20).

ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ:

„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)

შობა- შობა მარიობა,
შობის ახალ წელიწადი,
ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ.
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ჩიტი შემოჯდა ოლესა,
იძახის მარიობასა
ღმერთმა ყველა დაგვასწროს
აღდგომა –მარიობასა” (რაჭა)

მეალილოებს ყველა მოუთმენლად ელოდა, რათა მათგან მოესმინათ სასიხარულო ამბავი, დალოცვა და, რაც მთავარია, ალილო. „ალილო“ წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. მეალილეები მგალობლები და ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილეები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც. ზოგან, მაგალითად, თუშეთში მათ საგანგებოდ გამომცხვარი ორი დიდი ქადით „ალილოს კოტორით“ უმასპინძლდებოდნენ. მეალილეები ერთს იქვე შეჭამდნენ, მეორეს თან წაიღებდნენ. ალილოობის ბოლოს მეალილეები სადმე იკრიბებოდნენ, ზოგან ბოლო მასპინძლის ოჯახში რჩებოდნენ და ერთად, მხიარულებაში ატარებდნენ ამ ბედნიერ დღეს.

ჩვენი წინაპრები ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად აჯილდოვებდნენ მეალილეებს ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, რომელიც შობის სიმბოლოა და რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ მწყემსებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით ადამიანთა გამოხსნის უდიდესი საიდუმლოს შესახებ უნდა ეუწყებინათ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის, ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

შობას წესად ძღვნის მირთმევაც სცოდნიათ. სამეგრელოში ნათლული ნათლიას მამალს, ღვეზელს და კვერს მიართმევდა. გურიაში რძლის მშობლებს ანუ მძახლებს უგზავნიდნენ ძღვენს. ეს შეიძლება ყოფილიყო ხარი ან ძროხა, ცხვარი, ინდაური, ღვინო, პურები, ხაჭაპურები და უსათუოდ საშობაო ღვეზელი.

აი, ასეთი ძვირფასი და დიდი დღესასწაული იყო შობა ქართველისათვის.




მართლმადიდებლური შობა ევროპის ქვეყნებში
ევროპის ქვეყნებში შობის დღესასწაული ემთხვეოდა წარმართული დღესასწაულების 12 დღიან ციკლს, რომელიც ეძღვნებოდა ზამთრის მზეს, რაც ახალი ცხოვრებისა და ბუნების განახლების სიმბოლო იყო. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებში შობის დღესასწაული თავის თავში ბევრ სხვა ჩვეულებასა და რიტუალს ითავსებდა.

სასომხეთში მეხუთე საუკუნემდე ყველა ქრისტიანული ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას 6 იანვარს აღნიშნავდა. შემდგომში ზოგიერთმა ეკლესიამ შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს დაიწყო, რათა ადამიანებს დაევიწყებინათ წარმართული ჩვეულებები. სომხური ეკლესია ძველი წესის ერთგული დარჩა და შობას 6 იანვარს აღნიშნავს. ამავე დღეს აღნიშნავს იგი ნათლისღების დღესასწაულს.

შობის წინა საღამოს აღესრულება ლიტურგია. ამ დღეს მორწმუნეები ანთებენ სანთლებს ეკლესიაში და შემდეგ სახლში მიაქვთ ისინი, სახლის კურთხევისათვის და შობისათვის მოსამზადებლად. მეორე დღეს, 6 იანვრის დილას აღესრულება საშობაო ლიტურგია. შემდეგ კი აღნიშნავენ ნათლისღებას და იწყებენ წყლის კურთხევის ცერემონიას.

ბელარუსიაში მართლმადიდებლური შობა აღინიშნება როგორც სახელმწიფო დღესასწაული. შობის წინა საღამოს(იგივე "სოჩელნიკს") აღნიშნავენ 6 იანვარს. სახელწოდება "სოჩელნიკი" მომდინარეობს განსაკუთრებული კერძის სახელწოდებისაგან, რომელიც დადგენილია ეკლესიის მიერ - "სოჩივა" და წარმოადგენს მოხარშულ ხორბალს ან ბრინჯს, ხშირად თაფლით, ასევე ცერცვით და ბოსტნეულით. ტრადიციის მიხედვით "სოჩელნიკის" სუფრა უხვია და შედგება 12 კერძისაგან, რაც დაკავშირებულია 12 მოციქულთან. ამ დღეს ტაძრიდან წამოსვლის შემდეგ მორწმუნეები თავს იკავებენ საკვების მიღებისაგან ცაზე პირველი ვარსკვლავის გამოჩენამდე.

6-დან 7 იანვრის ღამით მართლმადიდებლურ ტაძრებში აღევლინება საშობაო ღვთისმსახურება. ტრადიციულად ქრისტეშობამდეც ბელორუსიაში 6-7 იანვარს იწყებოდა პირველი ალილო(კოლიადა) - ექვსდღიანი მარხვის დასასრული, სადღესასწაულო დღეებისა და საღამოების დასაწყისი. ეს დღესასწაული ცნობილია როგორც "დიდი კოლიოობა" («Большая кутья»), რომელიც აღინიშნებოდა ზამთრის მზის საპატივცემულოდ(ძველი სტილით 24 დეკემბერს), რომელსაც მოყვებოდა მეორე და მესამე "კოლიოობა", რომლებსაც თითო კვირის გამოტოვებით აღნიშნავდნენ.

შობის წინა საღამოს, 6 იანვარს, სერბიაში და ჩერნოგორიეში უწოდებენ "ბადნიდანს". რელიგიურ დღესასწაულებს შორის მას საპატიო მეორე ადგილი უჭირავს აღდგომის შემდეგ, ხოლო ოჯახურ დღესასწაულებს შორის სერბებისათვის შობა პირველ ადგილზეა.
ჩერნოგორიეში კი შობა მშობლებისა და შვილების დღესასწაულია.

ამ დღეს ოჯახის უფროსი და მისი უფროსი ვაჟიშვილი მზის ამოსვლამდე იარაღიდან გასროლით აცხადებენ ტყეში წასვლის შესახებ, სადაც ახალგაზრდა მუხა უნდა მოჭრან. მუხის მორი შობის დღესასწაულებზე ყოველი სერბი ოჯახისათვის აუცილებელი ატრიბუტია. მორი იმხელა უნდა იყოს, რომ ოჯახის უფროსმა მისი მოტანა ტყიდან საკუთარი მხრებით შესძლოს. ტრადიცის მიხედვით მუხის მორი ოჯახურ კერაში სამი დღის განმავლობაში, ანუ დღესასწაულების განმავლობაში უნდა იწვოდეს. სახლში დარჩენილი ოჯახის წევრები გამთენიისას ანთებენ ცეცხლს და მასზე წვავენ საშობაოდ გამოზრდილ გოჭს. ქალები ამზადებენ საშობაო ღვეზელს, ტორტებს და სხვა კერძებს. შობის წინა ღამეს ვახშამი სამარხვო უმდა იყოს. გამთენიისას ტაძრებში იწყება ზარების რეკვა, ადამიანები სადღესასწაულო სამოსს იცმევენ და მიდიან ეკლესიაში საშობაო ლიტურგიაზე. მსახურების შემდეგ ყველა მიმართავს ერთმანეთს სიტყვებით: "ქრისტე იშვა", რომელზეც პასუხობენ: "ჭეშმარიტად იშვა!"

ქალაქებში, სადაც არ არის ჩვეულებრივი შეშის ღუმელები, სპეციალურად იყიდება ამ დღისათვის მუხის ტოტებისაგან გაკეთებული პატარა "თაიგულები", რომელბიც თივით ან ჩალითაა შეკრული.

ალბანეთში მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლამადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობა საკმაოდ ფართოდ აღინიშნება. ამ დღესასწაულისათვის დამახასიათებელია ყველა ატრიბუტი - ნაძვის ხე, საჩუქრები და სუფრა. დღესასწაული აღინიშნება 7 იანვარს.

ბერძნული შობა (ქრისტოუგენა) ასევე შეიცავს საკუთარ თავში პოპულარულ ცრურწნებებს და ხალხურ ჩვევებს. დღესასწაულის დასაწყისში იწყება ალილოობა. ბერძენი ბავშვები დადიან სახლიდან სახლში და მღერიან სიმღერებს, რომლებიც ქრისტეს ქებისა და განდიდების სიტყვებს შეიცავს. შობას ოჯახურ წრეში აღნიშნავენ, რომლის მთავარი ნაწილია გულუხვი სუფრა.

მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ქრისტეს შობის დღესასწაულს წინ უძღვის რამდენიმე კვირიანი მარხვა. საბერძნეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც არსებობენ "ბოროტი" საშობაო სულები. ამ "რწმენის" თანახმად, კალიკანცაროსებს - ბოროტ, უშნო ელფებს, შობის შემდგომ 12 დღის განმავლობაში სახლებში ქაოსი შეაქვთ. მათგან თავის დასაცავად არსებობს საკმეველი, რომელიც იწვის და მცირეოდენი ძღვენი.

ბერძნულ მართლადიდებლურ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ელემენტებია წყლიანი თასი და ჯვარი, რომლებიც ნათლობის რიტუალის კომპონენტებს წარმოადგენენ.
 
 
   
მუსია  
  [video]rembo10_1.mp3[/video]  
Сегодня были уже 18 посетителей (23 хитов) здесь!
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно