REP FOR EVER
ნავიგაცია  
  მთავარი გვერდი
  რელიგია
  სურათები
  mario ფლეშ თამაშები
  თამაშები
  ვიდეოები
  სათავგადასავლო კინოები
  საშინელებათა ფილმები
  კომედია
  სასაცილო სურათები
  პროგრამები
  ფილმები ქართულად
  გამოცანები
  ლიტერატურა
  ფლეშ თამაშები
  მოძრავი სურათები
  საიტის ავტორი
  მუსიკა
  საბავშვო
  ელ. წიგნები
  პირდაპირი ეთერი
  ფლეშ ვიდეოები
  საიტის კითხვები
  დიეტები
  ავრილ ლავინის სიმღერები
  ცნობილ ხალხთა ბიოგრაფიები
  მობილურებისთვის
  კინოები
  ლოგინი
  კულინარია
  მოდა
  იცით თუ არა ...
  ჰოროსკოპი
  ძიება
  Counter-Strike
  ვისწავლოთ ხატვა
მოდა
აქსესუარები და სამოსი სხეულის კორექციისათვის
სხეულის ნებისმიერი ნაკლი შეიძლება ღირსებად ვაქციოთ, მთავარია, სწორად გავაკეთოთ აქცენტები, შევარჩიოთ ფასონი და შესაბამისი აქსესუარები. სწორედ ქალურ აქსესუარებს შეუძლიათ მოახდინონ კორექტირება და ჰარმონიული გახადონ სილუეტი.

 

აქსესუარები

მათ, ვისაც მოკლე კისერი აქვთ, ყურადღება უნდა მიაქციონ გრძელ მძივებსა და ცეპებს. არ ღირს უფრო მეტად დამალოთ ყელი შარფის ქვეშ. თუ გეჩვენებათ, რომ პირიქით, არაპროპორციულად გრძელი კისერი გაქვთ, თქვენი ვარიანტი უნდა იყოს მოკლე, ყელზე მომდგარი მსხვილი მძივები.

თუ ღაბაბი გაქვთ, ან პუტკუნა ლოყები - ატარეთ გრძელი საყურეები. ისინი ვიზუალურად დააგრძელებენ სახეს.

მინიატურულმა ლამაზმანებმა არ უნდა ატარონ დიდ ფარფლებიანი ქუდები. უპირატესობა მიანიჭეთ აკურატულ თავსაბურავებს, მაგალითად, ბერეტს. ფეხსაცმელი რა თქმა უნდა მაღალქუსლიანი უნდა იყოს. ჩანთა კი უმჯობესია საშუალო ზომის იყოს.

სავსე ქალებისათვის არ არის საკმარისი უბრალოდ შავი კაბის შერჩევა. საჭიროა სწორად "შეაზავოთ" იგი აქსესუარებით. შეარჩიეთ გრძელი ხელთათმანები და ვიწრო ფარფლებიანი ქუდი, საშუალო ზომის ჩანთა და საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი მყარი ქუსლით. ფეხსაცმელი პრიალა მასალისაგან არ უნდა იყოს.

ფუმფულა მკერდზე კარგად გამოიყურება მასიური სამკაულები თვალშისაცემი ფერის ქვებისაგან ან პლასტიკისაგან. მაგრამ თუ გრცხვენიათ საკუთარი დიდი მკერდის გამო (რაც დიიდი შეცდომაა!), ეცადეთ აქცენტი სხეულის ქვედა ნაწილზე გადაიტანოთ. ამაში დაგეხმარებათ კაშკაშა დიდი ქამრები. შარფები და ზემოდან დაკერებული ჯიბეები მკერდს ვიზუალურად უფრო გაადიდებს.

მსუქან ფეხებს დაფარავს სქელი კოლგოტი - მუქი ფერის. ნუ შეიზღუდებით შავი და ყავისფერი ფერებით, ახლა მოდაშია კაშკაშა ფერები. გამოდგება მუქი ლურჯი, იისფერი ან სულაც ბორდო.

თუ მსხვილი კოჭები გაქვთ, ნუ შეიძენთ ქამრიან და თასმებიან ფეხსაცმელს, რომელიც ჯვარედინად იკვრება წვივებთან.
იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ფეხები ძალიან წვრილი გეჩვენებათ, მაშინ ანალოგიურად შეარჩიეთ ღია ფერის წინდები და კოლგოტები. ამასთან, მოერიდეთ წვრილ მაღალ ქუსლებს.

სამოსი

მოდას არ აინტერესებს, როგორი ფიგურა გაქვთ. იგი სიახლეებს გთავაზობთ და არც კი ფიქრობს, რომ ზოგიერთი ქალი იძულებულია უარი თქვას ამა თუ იმ სამოსზე. ჩაიცვამთ რაიმე კაბას, ჩაიხედავთ სარკეში და ხვდებით, რომ ეს თქვენთვის არ არის. მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

იდეალური ფიგურა მნიშვნელოვანწილად გამოგონილია. უფრო მეტიც, ყოველი ქალი (მამაკაციც), ფლობს საკუთარ განუმეორებელ გარეგნობას. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები საკუთარი სხეულის თავისებურებებს ნაკლად თვლიან. სწორად შერჩეული სამოსის საშუალებით და იმის გათვალისწინებით, თუ სხეულის რა ნაწილის დაფარვა გინდათ, შეძლებთ თავდაჯერების დაბრუნებას. მაშ ასე:
საშუალო ფიგურა - აქ არ არის საჭირო სამოსის რაიმე ფორმაზე თავის არიდება. მხოლოდ მათი კორექტირებაა საჭირო: არ ჩაიტანოთ ბლუზონი, პერანგი და მით უმეტეს ჯემპრი ქვედა კაბაში და შარვალში, წელზე ნუ შემოიჭერთ ქამარს, ნუ გამოყოფთ სამოსს ქვედა და ზედა "კვადრატებად", შეარჩიეთ სამოსის ისეთი სიგრძე, რომლის მეშვეობითაც აშკარად გამოიკვეთება რომელიმე ნაწილი ვერტიკალურად.

მაღალ და სავსე ქალებს შეუძლიათ ატარონ ქამარი წელს ქვემოთ. მცირე მოცულობის და ტანზე მომდგარი ტანსაცმელი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ სხეულის ნაკეცები არ გამოჩნდეს. უმჯობესია სამოსი ცოტა თავისუფალი იყოს. მეტისმეტი სიმსუქნის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ რა არის მოდაში, შეგიძლიათ ატაროთ პატარა ზომის ლიპები.

დაბალი და სავსე ქალებისათვის პროპორციების აღსადგენად საჭიროა სამოსი სხვადასხვა ფერის ნაწილებითა და დეტალებით. ხაზების მთლიანობა ამ შემთხვევაში ჰარმონიას შექმნის. ვერტიკალურობა უნდა ჭარბობდეს სილუეტში(ვერტიკალური ხაზები). არც მთლიანობაში და არც ცალ-ცალკე სამოსი არ უნდა იყოს კვედრატული ფორმის.

მაღალი, გამხდარი ფუგურა - ეს მხატვარ-მოდელიორების იდეალია. შეზღუდვები არ არსებობს. მხოლოდ უნდა გახსოვდეთ, რომ მოდური სამოსი ვერ ეწყობა ვულგარულ მანერებსა და თავაშვებულ საქციელს.

პატარა, პროპორციული ფიგურა - "ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირფასი" - გაამართლეთ ეს ანდაზა. ნუ გადატვირთავთ სამოსს დეტალებით და სამკაულებით, თორემ მათ უკან ნამდვილად აღარ გამოჩნდება მთავარი - ადამიანი.

განიერი თეძოები - არ გინდათ გამოაჩინოთ ეს თავისებურება? მაშინ ნუ შემოიჭერთ ქამარს წელზე, ნუ ატარებთ ჩატანიებულ ბლუზონებს და პერანგებს. ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი სამოსი, რომელიც ტალღოვანი ხაზებით გადადის ლიფიდან თეძოსაკენ. მოერიდეთ ისეთ კაბებს, რომლებიც ბოლოში ფართოვდება, ასევე მოერიდეთ ფუშფუშა ქვედა სამოსს.

თუ წელი მოკლეა - ნუ გაუსვამთ ხაზს ჯემპრის ან ჟაკეტის ნაპირით ან ქვედა და ზედა სამოსის კონტრასტული ფერით. არ შემოიჭიროთ ქამარი წელზე, არამედ ატარეთ თეძოზე.

თუ წელი უფრო გრძელია ფეხებზე - ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ფართო ქამრები და კორსაჟები. შეგახსენებთ, რომ წელი ვიზუალურად შეგიძლაით დააგრძელოთ ან დაამოკლოთ შესაბამისი ფორმის ზედა და ქვედა ტანსაცმლით, ძალიან მოკლე ან მოგრძო ქვედა კაბა არ იქნება უადგილო, თუ წელი დაფარულია თავისუფალი ფორმის ზედა სამოსით.

მსხვილი ფეხები - ფეხის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი გამოჩნდება, თუ მაღალ ან საშუალო ზომის ქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცმევთ. ფერადი, მუქი ან ნახატიანი კოლგოტი ვიზუალურად ფეხს უფრო გამხდარს გამოაჩენს. ასეთ ფეხებს მოუხდება ღია ფეხსაცმელი ან ნახევარჩექმა. რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს კაბის სიგრძესაც, თუ წვივის კუნთები გაქვთ მსხვილი, შეგიძლიათ კაბის დაგრძელება, ხოლო თუ კოჭებთან, მაშინ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ძალიან მოკლე კისერი - ნუ გამოიყენებთ მაღალ ლიპებს. საყელოებიც არ უნდა იყოს მაღალი, რა თქმა უნდა სვტერების გარდა. პერანგის საყელოს ბოლომდე ნუ შეიკრავთ. გამოიყენეთ ღრმა ჭრილები ზედა სამოსზე, მაგრამ არა ნავისებური. გრძელი და დიდი საყურეები გამორიცხეთ, ისევე როგორც მოკლე და მსხვილი მძივები. ატარეთ მოგრძო ან საშუალო სიგრძის წვრილი ყელსაბამები.

ფართო ბეჭები - ატარეთ ისეთი სამოსი, რომელსაც ვერტიკალური ხაზები ექნება ზურგის მხარეს: ელვა შესაკრავი, ან ღილები, რომელიც ბეჭებს შუა გაივლის. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ისეთი ზედა სამოსი, რომლის უკანა მხარეც შუაზეა გაყოფილი და სხვადასხვა ფერისაა. ეს ყველაფერი ვიზუალურად დაავიწროვებს ბეჭებს.

ფართო და სწორი მხრები - ამ თავისებურებას ხაზი რომ არ გაუსვათ, ნუ შემოიჭერთ წელზე ქამარს. უპირატესობა მიანიჭეთ რეგლანიან სამოსს. ნუ იხმართ ლიპებს და ‘’აზბორილ,, სახელოებს. ასევე არ გამოგადგებათ ძალიან ვიწრო სახელოებიანი სამოსი - ეს ხაზს გაუსმევს მხრების სიდიდეს. მნიშვნელობა აქვს საყელოსაც - იგი არ უნდა იყოს ძაილან პატარა და კისერზე მომდგარი.

მეტისმეტად ჩამოყრილი მხრები - აქ ყველაფერი ზუსტად იმის საპირისპიროა, რაც განიერი მხრებისას. მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გასწორდეთ მხრებში, თავი სწორად დაიჭიროთ, ოდნავ ასწიოთ ნიკაპი.

ზომიერად დაშვებული მხრები - ქალურობის სიმბოლოა და თუ ფიგურის ეს თავისებურება ემთხვევა ხასიათსაც - ეს ყველა შემთხვევაში შესანიშნავია

ბეწვეული. 2009 წლის ზამთრის მოდა
ბეწვეული - ეს არის სითბოც, ფუფუნებაც და რაც მთავარია - ყველაზე მოდური რამ ამ ზესონზე. ამიტომ, შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი-ორი ნივთი მსგავსი ნაწარმიდან, ოღონდ მას შემდეგ, რაც უკანასკნელ სიახლეებს გაეცნობით.

 

წელში გამოყვანილი

ლაპარაკია პალტოზე, მაგრამ ბეწვის პალტოზე რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას, ეს არის ყველაზე ლამაზი, მდიდრული და მოდური სიმბოლო ამ ზამთარში. ბეწვის პალტო ტყავის ქამართან ერთად - და თქვენ ნამდვილი დედოფალი ხართ! იგი შეიძლება იყოს კაპიშონით, სხვა ბეწვის საყელოთი ან გადაჭრილი ყელით. რაც შეეხება ქამარს, რომლის არსებობაც აუცილებელია, იგი შეიძლება იყოს ან ტყავის, ან ბეწვის, ამასთან, ტყავის ქამარი შესაძლოა იყოს ვიწრო ან განიერი(5 სმ-დან კორსეტის ტიპის ქამრამდე).

სილუეტი - А

ვიწრო, ქალური მხრები, წელის არსებობა, განიერი ბოლო - ეს ყველაფერი აქტუალურია ამ ზამთარს. არსებობს განსხვავებული მოდელები სიგრძით და მუცულობით - ეს ყველაფერი ბეწვის სახეობაზეა დამოკიდებული. მსგავსი ქურქები უნდა ატაროთ მოტკეცილ ქვედა კაბებთან ერთად, ან ასეთივე შარვლებთან და აუცილებლად მაღალ ჩექმებზე.

სილუეტი "ბურთი"

ორიგინალური, რბილი, უშუალო - ზამთრის პალტოსა და ჟილეტის კიდევ ერთი სილუეტია. მუცულობითი, ბურთისებური და რაც მთავარია უჩვეულო ნივთი მოუხდება ყველა ქალს და განუმეორებელ შარმს მიანიჭებს.

შემოკლებული სახელო

რატომაც არა? მართალია გარეთ ცივა, მაგრამ არ გაიყინებით, თუ "მიდი" სახელოსთან ერთად მაღალ ხელთათმანს გაიკეთებთ, ან მის ქვეშ ტრიკოტაჟის სვიტერს ჩაიცმევთ.

მოდური ნივთები ბეწვისაგან

ბეწვის ქუდები საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ დიდ და მოცულობით ქუდებთან ერთად გამოჩნდნენ ბეწვის ფარფლებიანი ქუდები, კეპები, "ყურებეინი"ქუდები და უბრალოდ ნაქსოვი, რომლებიც გაწყობილია ბეწვით. ხოლო თინეიჯერებს შეუძლიათ ატარონ ბეწვის "ნაუშნიკები’’.

ბეწვის ჩანთები ასევე პოპულარულია ამ სეზონზე. იგი შეიძლება იყოს ახალგაზრდული - მელიის ბეწვისაგან და შეიძლება იყოს უჩვეულოდ ელეგენტურიც - კარაკულის ან კურდღლის ბეწვისაგან, მდიდრული - წაულისაგან და უბრალოდ ხელმისაწვდომი - ხელოვნური ბეწვისაგან.

კიდევ ერთი დეტალი ბეწვეულისაგან - შარფი. იგი შეიძლება იყოს ან უბრალოდ ბეწვით გაწყობილი, ან მთლიანად წაულის ან კურდღლის ბეწვისაგან.

საღამოს ჩაცმულობას გაალამაზებს, ხოლო დღისით გაგათბობთ - გორჟეტი(ბეწვის ყელსახვევი). დღეს იგი ყოველდღიური გარდერობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ თბილი დღეა, მისი გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ ჩვეულებრივ პალტოზეც.

ჩექმა და ნახევარჩექმა - ბეწვეულით გაწყობილი, ამ მთლიანად ბეწვის - გამოიყურება ეფექტურად და შეეფერება ზამთარს.
დიზაინერებმა გეტრებიც კი გამოიგონეს ბეწვეულისაგან. ეს ნაწარმი შეგიძლიათ ჩაიცვათ ჩვეულებრივ ტყავის ყელიან ფეხსაცმელთან ერთად - შესანიშნავად გამოიყურება!

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ბეწვეულია წელს მოდაში. ეს არის - წაული, კარაკული, კურდღელი, მელა და პოზიციებს არ თმობს ხელოვნური ბეწვიც.

რაც შეეხება ფერებს, შავი პირველ ადგილზეა, შემდეგ: ყველა ნატურალური ფერი და ამ სეზონის პიკი - შეღებილი ბეწვეული - ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი. 

ვისწავლოთ ბრილიანტების სწორად ტარება
მბრწყინავი წვეთები სივრცისა და დროის მიღმა მიქრიან და მსოფლიოს პოდიუმებზე მოციმციმე ტალღებად ცვივიან. მათი მოგზაურობა ამ დროსა და სივრცეში უფასო არ არის – მათში ჩაღვრილია ადამიანთა სიცოცხლე, სისხლი და ოფლი, მზაკვრობა და იმედგაცრუება. ეს ყველაფერი კი – სიყვარულის, სიწმინდისა და კეთილშობილების სახელით. რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანის ნატურის სწორედ ამ თვისებებს მიაწერენ ძვირფას ალმასს აღმოსალური ტრადიციები. იგი ასუფთავებს ადამიანების სულებს და ამიტომაც მყარია და გაუტეხელი. მისი დრო დადგა.

დღეს ბევრი დიზაინერი იყენებს ბრილიანტს თავის სამოსში – საღამოს კაბები, თავსაბურავები, ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონებიც კი – ამ ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი. კულონები, ბეჭდები, საყურეები, თანამედროვე დიზაინში, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და ახალი მოტივებით. მოკლედ, ბრილიანტი ყველასათვის შთაგონების წყაროა, მაგრამ იგი მაინც ყველაფრის მიუხედავად კლასიკად რჩება და მხოლოდ საუკუნეებით გამოცდილი ტრადიციების ერთგულია.

რა თქმა უნდა, ყველას ჯიბე ვერ შეწვდება ვირტუალურ საიუველირო დახლებზე დაწყობილ ძვირფასეულობას. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ თავი ახადოთ ბებიის დანატოვარ ზარდახშას. ძირს ლოზუნგები "მეშჩანობის" შესახებ და თავსმოხვეული ღარიბული სტილი. გაუმარჯოს მდიდრულ და კეთილშობილურ სიძველეებს!

მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. ჩვენმა ძვირფასმა ბებიებმა იცოდნენ, თუ როგორ მოპყრობოდნენ მშვენიერ ნივთებს, როგორ მოერთოთ თავი და ხაზი გაესვათ საკუთარი ღირსებებისათვის, რომლებიც ზომიერების გრძნობაზე იყო დამყარებული. უშეცდომოდ "მიზანში მოხვედრა" ნიშნავს წარმოაჩინოთ საკუთარი ბრილიანტები ისე, რომ მათი ელვარება არ ჩაქრეს და ჩაიკარგოს თქვენს მოუხერხებლობასა და არცოდნაში – ეს კი საკმაოდ რთული საქმეა. მთავარია, არ დაჩრდილოთ საკუთარი თავი მბრწყინავი ქვებით და არ იქცეთ მოსიარულე ვიტრინად ან საკიდად საიუველირო ნივთებისათვის.

 

ცოტაა, გქონდეთ ბრილიანტები. უნდა იცოდეთ, თუ როგორ ატაროთ ისინი

ადამიანს, რომელიც ნამდვილად აფასებს ჯადოსნურ ქვებს და კარგად ერკვევა მათში, ადვილად გამოარჩევთ ჭრელ ბრბოში.
აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანის ასაკზე, სიმაღლეზე და კომპლექციაზე, ვინც ბრილიანტებს ატარებს. ეტიკეტის დადგენილი წესების მიხედვით ახალგაზრდა გოგონებმა თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცენ. მათ საკუთარი სინორჩე და სინაზე მხოლოდ მოკრძალებული და დახვეწილი ნივთით უნდა აღნიშნონ.

ბეჭედი – ყველაზე პოპულარული სამკაული

ნამდვილი, დახვეწილი "ლედი" არასოდეს მისცემს თავს უფლებას, რომ "საახალწლო ნაძვის ხეს" დაემსგავსოს. წვრილი ბრილიანტის ბეჭდებს ატარებენ მარცხენა ან მარჯვენა ხელის არათითზე. ამასთან, არასოდეს იკეთებენ ერთ თითზე ორ ბეჭედს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე ბეჭედი საქორწინოა. ბეჭდებს დიდი თვლით, რომელთა წონაც 10 კარატზე მეტია, ატარებენ საჩვენებელ თითზე. ასევე შეგიძლიათ ატაროთ განსხვავებული მოდელის ბეჭედი რამდენიმე წვრილი და მსხვილი თვლით. მაგრამ ეს მანერა არ გამოადგებათ ახალგაზრდა გოგონებს. უმჯობესია ისინი შეჩერდნენ 1–2 კარატიან ქვებზე.

კიდევ ერთი საყვარელი სამკაული – საყურეები. გრძელ კისერს – გრძელი საყურეებიც უხდება

ეს არის ტრადიციული ფორმა ბრილიანტის საყურეებისათვის. ისინი კარგად გამოიყურებიან გადაწეულ თმაზე. თუმცა, არ ღირს ეს საყურეები ატაროს დაბალი კისრის მქონე ხორცსავსე ქალმა, სამაგიეროდ მას სხვა უპირატესობა აქვს – შეუძლია ატაროს მასიური სამკაულები. განსაკუთრებით დახვეწილად გამოიყურება ასეთი საყურეები ფუმფულა ვარცხნილობებზე.

სამაჯურს მხოლოდ მარჯვენა ხელზე ატარებენ!

თუ ეს უბრალოდ მთლიანი რგოლია, ან "რბილი" სამაჯური, რომელიც ცალკეული სეგმენტებისაგან შედგება და ერთმანეთთანაა გადაბმული, სადაც არ არის მსხვილი ბრილიანტი, რომელიც კომპოზიციის ცენტრი იქნებოდა: არავითარ შემთხვევაში დაიმაგროთ გაუნძრევლად ხელზე, არამედ ჩამოუშვით თავისუფლად დაბლა, მტევნამდე. ხოლო თუ სამაჯურს რამდენიმე მსხვილი ქვა ამკობს, რომლებიც ერთადაა თავმოყრილი და მის ცენტრს ქმნის, აუცილებლად ასწიეთ იგი მაღლა და დააფიქსირეთ, რათა არ "იქანაოს".

გულსაბენევები დღეს მოდაშია. ახალგაზრდა გოგონებმა, რა თქმა უნდა, პატარა ზომის გულსაბნევები უნდა შეარჩიონ. ცალკეულ "ყვავილებს", ობობებს" ან "ხოჭოებს" იმაგრებენ მკერდის მარცხენა მხარეს, 10–15 სანტიმეტრით მხარს ქვემოთ ან საყელოსთან. ხოლო მასიურ გულსაბნევებს მსხვილი ბრილიანტებით იკეთებენ საყელოზე. ბრილიანტებს ყველაზე მეტად უხდება ერთფეროვანი კაბები, განსაკუთრებით – შავი. ხოლო თუ მაინც არის ღილები, ისიც არა მკვეთრი ფერის, ისინი გულსაბნევზე 5–7 სანტიმეტრით დაბლა უნდა იყვნენ. კაშკაშა გულსაბნევით შეგიძლიათ დაიმაგროთ მსუბუქი შარფი. ხოლო ყველაზე მიულოდნელ და ექსტრავაგანტულ ვარიანტში გულსაბნევი შეიძლება აღმოჩნდეს წელზე, თუკი კაბის ფასონი ამის საშუალებას იძლევა.

არავითარ შემთხვევაში ბრილიანტის გულსაბნევი არ მიიმაგროთ პალტოს საყელოზე, ჯინსებზე ან ტყავის ნაწარმზე, ასევე, არანაირად მოუხდება ეს კეთილშობილი ქვები ნაქსოვ სვიტერებს და სპორტულ სამოსს, ყოველდღიურ ტუალეტს ან ძალიან აჭრელებულ ქსოვილებს.

კოლიე – როგორც წესი, ერთი მსხვილი ქვა ან რამდენიმე – შედარებით წვრილი

კულონი უმჯობესია"დახურულ", ერთფეროვან კაბაზე გაიკეთოთ ღილებისა და ფერადი ნახატების გარეშე. ხოლო კოლიესათვის შესანიშნავია – დეკოლტე. თუმცა, გემოვნების საკითხია, შეიძლება კულონი კაბის ღრმა ჭრილსაც შეუხამოთ, ხოლო კოლიე – ძალიან "დახურულ" ზედას.

და ბოლოს, საღამოს დედოფალი – დიადემა. მისი გამოჩენა საზოგადოებაში მხოლოდ მოდის მიერ უნდა იყოს ნაკარნახევი, ან სადღესასწაულო მომენტით. დღეს დიადემები შეცვლილია ბრილიანტებით გაწყობილი ქსოვილის თავსაბურავებით და მხოლოდ პატარძლებს ტრადიციის მიხედვით და სილამაზის კონკურსის გამარჯვებულებს აქვთ უფლება იყვნენ პატარა დედოფლები.

გარშემომყოფებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ, თუ წარმატებით შეარჩევთ სხვადასხვა ბრილიანტის ნაკეთობებს, რაც უჩვეულოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს, განსაკუთრებულ ცოდნას და მხატვრულ გადაწყვეტილებებს. ან თუ მზა გარნიტურებს გამოიყენებთ. არ არის მიღებული სხვადასხვა სახის ნაკეთობების ერთად ტარება, თუ ისინი მხატვრულად სხვადასხვანაირადაა გადაწყვეტილი. ან პირიქით, დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი სამკაულების გაკეთება, მაგალითად 3–4 ბეჭედი ან ორი სამაჯური.

ბრილიანტის ნაკეთობები გარნიტურში მორთულობის ყველაზე დახვეწილ ფორმად ითვლება. ჩვეულებრივი შერწყმაა შემდეგი სამკაულები: კულონი, საყურეები, ბეჭედი და ბრასლეტი. ან გულსაბნევი, საყურეები და ბეჭედი. მამაკაცებისათვის: საკინძეები და ჰალსტუხის დამჭერი.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ – ბრილიანტები მხოლოდ წვეულებებისათვის შემოინახეთ.

კიდევ რამდენიმე სიტყვა ალმასების შესახებ. როგორ განასხვავოთ "შეუირაღაბელი" თვალით ბრილიანტი ფიანიტისაგან? არა მარტო ფასის მეშვეობით. ეს ქვები თითქოს ერთნაირად ციმციმებენ, მაგრამ ფიანიტი ბევრად მალე ცვდება, ვიდრე ბრილიანტი. უცვდება კუთხეები, ფერმკრთალდება ბზინვარება. ამას გარდა არსებობს ბრილიანტის გარჩევის უტყუარი ხერხი სხვა გამჭვირვალე ქვებისაგან. ქვა ჩაუშვით წყლიან ჭიქაში – ბრილიანტი "გაქრება", ის წყალში უჩინარი ხდება. ამ ხერხით მრავალი საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ კონტრაბანდისტები საზღვრების გადაკვეთისას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა "წმინდა წყლის ბრილიანტი".

ახლა კი იმ ციფრების შესახებ, რომლებითაც დაშიფრულია ბრილიანტის ხარისხის მაჩვენებლები. პირველი არის ციფრი "P" ასოსთან ერთად, რაც ბრილიანტების რაოდენობას აღნიშნავს ნაკეთობაში. ამ ციფრის შემდეგ მოდის მეორე ციფრი, რომელიც ბრილიანტის წახნაგების რაოდენობას აღნიშნავს. ჩვეულებრივ, ალმასის წახნაგები ორგვაროვანია: გამარტივებული, ანუ 17 წახნაგიანი და რთული – 57 წახნაგიანი. და ბოლოს, ბოლო ორი ციფრი, რომელბიც თვითონ კრისტალის ფერსა და ხარისხს განსაზღვრავს და დრობით იწერება. პირველი – ნიშნავს ფერს. რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრო მუქია ბრილიანტი. აღსანიშნავია, რომ ბრილიანტის კრისტალებს ყვითელი შეფერილობა აქვთ. მაგალითად, 4-იანი – მოყვითალო შეფერილობისაა, 5–იანი – ყვითელი, 7-იანი – ყავისფერი. აბსოლუტურად თეთრი, გამჭვირვალე ალმასი, რომლის დახასიათებაც შესაძლებელი იქნებოდა ციფრით – ერთი, უბრალოდ არ არსებობს და ბოლოს, უკანასკნელი ციფრი, რომელიც დრობის შემდეგ იწერება – ეს არის ქვის დეფექტი. აღსანიშნავია, რომ ნატურალური ქვები დეფექტის გარეშე არ არსებობს და ამიტომაც აქაც არ არსდოსაა ციფრი – ერთი. სამიანი ნიშნავს, რომ დეფექტი მხოლოდ პროფესიონალმა შეიძლება შეამჩნიოს. ხუთიანი – ნაკლი შესამჩნევია მხოლოდ 10–ჯერ გადიდებისას, ხოლო რვიანი ნიშნავს, რომ დეფექტი შეუიარღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ.

ახლა კი, შეგიძლიათ თამამად გასწიოთ მაღაზიებისაკენ! 

ახალი მოდის სეზონი ფრჩხილებისათვის
ახალი სეზონი რა თქმა უნდა თავის წესებს გვკარნახობს. ბევრი ტენდენცია რეაქტიული სისწრაფით მოძველდა. დღეს გაგიმხელთ 2008 წლის მოდური მანიკურის ყველა საიდუმლოს.

ახალი სეზონი, როგორც წესი, ქალებისათვის არა მარტო ახალი მოდური ტენდენციებით შეინიშნება, არამედ ახალი მიდგომით საკუთარი გარეგნობის მიმართ მთლიანობაში. ამასთან, ახალი სეზონი აღსანიშნავია იმით, რომ მოხდა სტილისტიკის მკვეთრი შეცვლა. ხოლო ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელები სრულიად სხვაგვარად უნდა გამოიყურებოდნენ.

პირველ რიგში, ჩვენმა კანმა, თმებმა და ფრჩხილებმა გადაიტანეს სტრესი ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლის პერიოდში და ახლა სხვა კლიმატურ პირობებს ეგუებიან. მეორე – ახალი სეზონი ახალ ტენდენციებს გვკარნახობს მაკიაჟისათვის, თმის ფერისათვის და რა თქმა უნდა ფრჩხილებისთვისაც. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ორი ამოცანა: უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი გარეგნობა მთლიანობაში არა მარტო მოდური იყოს, არამედ მოვლილიც. რაც, თქმა უნდა ქალის ხელებსაც ეხება. ასე რომ, მკვებავი და დამატენიანებელი კრემები, ნიღბები, მასაჟი – ეს ყველაფერი ხელებსაც სჭირდება.

 

მანიკურის ფერი

ახლანდელი სეზონის მთავარი ფერი – ალისფერია. ეს უკვე კლასიკაა. მაგრამ ამ შემოდგომით ალისფერი ლაქი არ უნდა იყოს პრიალა ან პერლამუტრი და არ უნდა იყოს გამჭვირვალე. ამას გარდა, ფერი უნდა იყოს სუფთა, ანუ არ უნდა დაკრავდეს სტაფილოსფერი, ბორდოსფერი ან სხვა რაიმე შეფერილობა.

რა თქმა უნდა, ასეთი ლაქის შემთხვევაში ტუჩის საცხიც შესაბამისი უნდა იყოს და ტონი – ტონში ჯდებოდეს ლაქის ფერთან. ეს ყველაფერი საკმაოდ აგრესიული და ძალიან სექსუალური იქნება. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია ღირს თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიურად გამოიყენოთ. თუმცაღა ამ სეზონზე შემოთავაზებული ვარცხნილობების კლასიკურ უბრალოებასთან ძალიან ელეგანტური იქნება.

აბსოლუტური ბუნებრიობა

ალისფერის ალტერნატივა იქნება აბსოლუტური ბუნებრიობა. ეს სიახლეცაა, ნამდვილი ჰიტიც და უნივერსალური ვარიანტიც ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის.

ეს საკმაოდ უბრალოდ გამოიყურება; ან გამჭვირვალე ლაქი, ან კანის ფერის სხვადასხვა ელფერი, მაგრამ აუცილებლად გაუმჭვირვალი. ასევე, მოდაში რჩება – ფრენჩი.

  

გოთიკა

ამ შემოდგომაზე ბევრი დიზაინერი აშკარად გაიტაცა შავმა ფერმა და ვისაჟისტებმაც, შესაბამისად არჩევანი 30–იანი წლების სასარგებლოდ გააკეთეს. ასე რომ, შეგიძლიათ აირჩიოთ. დღეს მოდაშია: გაჯერებული მუქი–ბორსდოსფერი, ტერაკოტას ძალიან მუქი ელფერები, მუქი ყავისფერი. ამასთან, ასეთი მუქი ლაქის ქვეშ უმჯობესია გამოყენოთ დამცავი ლაქი, რათა თავიდან აიცილოთ ფრჩხილების დაზიანება.

  

უარი თქვით ნახატებზე

ამ სეზონზე არ არის სასურველი თქვენი ფრჩხილების მეტისმეტი გადატვირთვა. ანუ, ფრანგული მანიკური თვშეკავებული უნდა იყოს. ასევე თავი შეიკავეთ ნეილ–არტისაგან მაშინაც კი, თუ მისი ძალიან დიდი თაყვანისმეცემელი ხართ. სამაგიეროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ‘’ბლოსტკები’’.

  

ფრჩხილების ფორმა

ასევე თავშეკავებით მიუდექით ამ სეზონზე ფრჩხილების ფორმას. მიუხედავად გოთიკური მუქი ფერებისა, უარი თქვით წაწვეტებულ, გრძელ ფრჩხილებზე, რომლებიც შუა საუკუნეების ჯადოქრებს მოგაგონებენ.

ძალიან გრძელი ფრჩხილები ახლა არა მარტო ვულგარულად გამოიყურება, არამედ ძველმოდურადაც. მისი ოპტიმალური სიგრძეა – თქვენი ფრჩხილის ფირფიტის მესამედი. მსგავს მანიკურს ხშირად ეძახიან მდივნის ხელებს, რადგან გრძელი ფრჩხილები ხელს უშლის კლავიატურასთან მუშაობას.

ხოლო ფრჩხილის პატარა სიგრძე მის ფორმასაც გვკარნახობს. ამ გაგებით სეზონი ასევე მოითხოვს უარი თქვათ ყოველგვარ ექსტრემალურ ფორმაზე – კვადრატულზე, სამკუთხაზე, წამახილებულზე და სხვა. ფრჩხილი უნდა იყოს მომრგვალებული, სასიამოვნო ფორმის, რომელიც შესანიშნავად ეხამება ამ სეზონის ბუნებრივ ფერებს. 

ქალის ფეხსაცმელი. შემოდგომა – ზამთარი 2008/09
ექსპერტების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რომლებიც 2008/09 ზამთრის სეზონისათვის ქალის სექსუალური ფეხსაცმლის ეპოქის დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ, იგი მაინც კაშკაშა, ეფექტური და ბრწყინვალე რჩება. ძველებურად აქტუალურია ლაქირებული ტყავი, შავი ფერი, მაღალი ქუსლი პლატფორმასთან შერწყმით და ბიჟუტერული სახის დეკორი. შევნიშნავთ, რომ აქცენტი გაკეთებულია არა მარტო ფეხსაცმლის ქუსლზე და ცხვირზე, არამედ სტილის, მასალის და საინტერესო დეტალების უნიკალურობაზეც. ამ სეზონის ძირითადი ტენდენციებია ე.წ. ‘’შპილკების’’ დაბრუნება, ასევე, კვარდატული ცხვირის, თასმების, რეპტილიების ტყავის, პლატფორმასთან შერწყმული ‘’შპილკების’’, უბრალოდ პლატფორმების, ბოტფორების და ორფეროვანი ფეხსაცმლის დაბრუნება.

 

ბოტფორები თუ ბოტილიონები?

წელს პოპულარულია მაღალი ქუსლითა და ზამშის მასალისაგან დამზადებული ფეხსაცმელი. შავ პრიალა წვრილ ქუსლზე ან ზამშისაგან შეკერილი წითელი ქუსლით, ასევე ლატექსის ტიპის დაბალყელიანი სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი. ყველაფერი ეს მოდურია ამ სეზონზე. მაგრამ დომინირებენ რა თქმა უნდა ჩექმები, რაც არაა გასაკვირი – ეს იდეალური ფეხსაცმელია ცივი სეზონისათვის. ჩექმები, რომლების სიგრძეც მუხლს ზემოთ მთავრდება არა მარტო მოდურია, არამედ სექსუალურიც, მოსახერხებელიც და შესანიშნავად უხდება ჯინსებსაც და ‘’ლასინებსაც’’.

პოპულარულია ყველა მისი ნაირსახეობა: ბოტფორები, რომლის სიმაღლეც ბარძაყამდეა, მაღალი ჩექმები – მუხლამდე, ნახევარჩექმა – ¾ სიგრძის და ბოტილიონები, რომლებიც ოდნავ ფარავენ კოჭებს. შედარებით თბილი ამინდისათვის გთავაზობენ მოკასინის ტიპის ფეხსაცმელს და მამაკაცის მსგავს ფეხსაცმელს თასმებით. საღამოს მოდელებისათვის გავრცელებულია მაღალქუსლიანი ‘’ნავისებური’’ ფეხსაცმელი, მათ შორის ღია ცხვირით და ქამრიანი ღია ფეხსაცმელი (ბასანოჟკი).

ქუსლი

პლატფორმა დომინირებდა გასულ სეზონზე და ამ სეზონზეც დიდი ადგილი უკავია. ერთი რამ, რაც მაშინვე თვალშისაცემია – პლატფორმებისა და ‘’შპილკების’’ ჰიბრიდი: ფარული პლატფორმა ფეხსაცმლის წინა ნაწილზე და სუპერმაღალი წვრილი ქუსლი. ასევე მოდურია სამკუთხა ქუსლი, სწორკუთხოვანი და ტრაპეციისებური მდგრადი ქუსლი ნებისმიერი სიმაღლით და რა თქმა უნდა, რაც მეტია სიმაღლე, მით უკეთესი.

დასკვნა: ‘’შპილკა’’ დახვეწილია და სექსუალური. რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო სექსუალურია. მაგრამ ამასთან, უფრო დახვეწილი ‘’შპილკის’’ დაბრუნების მიუხედავად, ცუდ ამინდში პლატფორმა იცავს ფეხს სიცივისაგან.

ფეხსაცმლის ცხვირი

მრგვალი ცხვირების ‘’ერა’’ დიდხანს არ გაგრძელებულა. ქალთა მოდელების უმრავლესობა უკვე წაწვეტებულია, ასევე მოდაშია ‘’წაკვეთილი’’ ცხვირები. მაგრამ წვეტი არ უნდა იყოს გრძელი, უნდა იყოს ბუნებრივი ზომის და ოდნავ მომრგვალებული პირდაპირ წვერთან, ან ასიმეტრიული ფორმის, რომელიც ფოთოლს მოგაგონებთ. იყო დრო, როცა ასეთი ცხვირი პოპულარული იყო ... და ახლა დადგა დრო, რომ დავიბრუნოთ ძველი. იგი ამ სეზონზე უფრო დახვეწილი გახდა.

ორფეროვანი ფეხსაცმელი

ასეთი ფეხსაცმელი გულგრილს ვერავის დატოვებს.

ფეხსაცმლის სხვადასხვა ელემენტები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. მაგალითად, ქამრები ერთი ფერის, ხოლო უკანა მხარე ან ცხვირი სხვა ფერის. ნუ იფიქრებთ, თითქოს ასეთი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ რაიმე ფერად სამოსთან შეიძლება. ასეთი ფეხსაცმელი შესანიშნავად უხდება კლასიკური ფერის სამოსს, მაგალითად ნაცრისფერს ან შავს.

სეზონის მთავარი ფერები

ამ სეზონზე პრაქტიკული ფერებია მოდაში – შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი ცოტა განზე გავლენ, თუმცა არ დატოვებენ მოდის ოლიმპს. დიზაინერები გირჩევენ ატაროთ კაშკაშა ფერის ფეხსაცმელი. აქტუალურია – ბორდოსფერი, ბადრიჯნისფერი, აკვამარინი, ყვითელი და ოქროსფერი. ძალიან ეფექტური იქნება შავისა და ოქროსფერის შერწყმა.



მოდური ფერებია – იისფერი, ინდიგო, მუქი–მწვანე. უყველა ეს ფერი ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმება და წვიმიან შემოდგომას სინათლესა და ექსცენტულობას შესძენს.მათი სიკაშკაშე და ექსტრავაგანტულობა ხაზგასმულია ტყავის სპეციფიკური გაფორმებით, როგორიცაა ფერთა თანდათანობითი გადასვლა მუქიდან ღია ფერისაკენ, ან უსწორმასწორო ლაქები ერთფეროვან ფონზე.

ლაქი თუ ზამში?

რაც შეეხება მასალას, ტყავთა უმრავლესობა პრიალა რჩება. დომინირებს სახვადასხვა სახის ლაქი: გადატკეცილი, დაჭმუჭნული, დაჟატული. ახლებიდან – სამფეროვანი ქამელეონები, რომლებიც ფერს იცვლიან მოძრაობისას. თუმცაღა სულ უფრო ხშირად გამოიყენება კონტრასტული ფაქტურების შერწყმა: ლაქის შერწყმა გადატკეცილ ტყავთან, ტექსტილთან და განსაკუთრებით ველიურთან. ამასთან, ფეხსაცმელი იკერება ჩვეულებრივი ტყავით, ხოლო გაფორმება ხდება ლაქით. ასევე მოდაში რჩება ველიური ჰოლოგრაფიული ეფექტებით.



რეპტილიის ტყავი – ერთ–ერთი ძირითადი ტრენდია 2008/2009 შემოდგომა ზამთრის სეზონისათვის; ალიგატორი, ნიანგი, ხვლიკი, გველი ... მათი ტყავი ძირითად მოთხოვნაშია, რადგან რეპტილიის ტყავი ფუფუნებისა და ეგზოტიკის შეგრძნებას იძლევა. ერთადერთ კრიტერუმად აქ შეიძლება ჩაითვალოს ხარისხი – არავითარ შემთხვევაში შეიძინოთ იაფფასიანი იმიტაცია.

 
   
მუსია  
  [video]rembo10_1.mp3[/video]  
Сегодня были уже 3 посетителей (3 хитов) здесь!
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно