REP FOR EVER
ნავიგაცია  
  მთავარი გვერდი
  რელიგია
  სურათები
  mario ფლეშ თამაშები
  თამაშები
  ვიდეოები
  სათავგადასავლო კინოები
  საშინელებათა ფილმები
  კომედია
  სასაცილო სურათები
  პროგრამები
  ფილმები ქართულად
  გამოცანები
  ლიტერატურა
  ფლეშ თამაშები
  მოძრავი სურათები
  საიტის ავტორი
  მუსიკა
  საბავშვო
  ელ. წიგნები
  პირდაპირი ეთერი
  ფლეშ ვიდეოები
  საიტის კითხვები
  დიეტები
  ავრილ ლავინის სიმღერები
  ცნობილ ხალხთა ბიოგრაფიები
  მობილურებისთვის
  კინოები
  ლოგინი
  კულინარია
  მოდა
  იცით თუ არა ...
  ჰოროსკოპი
  ძიება
  Counter-Strike
  ვისწავლოთ ხატვა
კულინარია
ხორცის ბურთულები ავგოლემონოს სოუსით
  • 500 გრ.საქონლის ხორცის ფარში
  • 250 გრ. კარაქი ან მარგანინი
  • 125 გრ. ბრინჯი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 2 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

  • ფარში, 1 ცალი კვერცხი, გატარებული ხახვი, მარილი და წიწაკა ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ მიღებულ მასას მივცეთ პატარა ბურთების ფორმა. ქვაბში ჩავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი , ჩავდოთ მასში კარაქი და ფრთხილად ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები . 20 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხიდან და გავაგრილოთ.
  • კიდევ ერთ ჯამში მიქსერით ფრთხილად ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი და თქვეფის დროს ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი, ასევე დავუმატოთ 5-6 სუფრის კოვზი წვენი, ხორცის ქვაბიდან და ვთქვიფოთ მანამ სანამ წვენი სოუსში კარგად არ გაერევა.
  • მიღებულ სოუსში ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები, გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით და ისე მივიტანოთ სუფრასთან.
წიწილა შვეიცარულად
  • 0,5 ლიტრი ქათმის ბულიონი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 3/4 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი შავი წიწაკა
  • 1 ჭიქა მოხარშული ბარდა
  • 4 დიდი ნაჭერი, კანგაცლილი ქათმის გულმკერდი
  • 1/2 ჭიქა მკვრივი, გახეხილი ყველი

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ქათმის ბულიონი, დავამატოთ წყალი და ჩავყაროთ მასში ბრინჯი, ხახვი, შავი წიწაკა და ბარდა. მიღერბულ მასაზე ზემოდან დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, შევდგათ გაზქურაში და შევწვათ დაბალ ცეცხლზე  50 წუთის განმავლობაში. როდესაც ქათამი შეიწვება და ბრინჯი დარბილდება, მას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავტოვოთ გაზქურაში კიდე 10 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მივიტანოთ ცხლად, ხილის ნატურალურ წვენთან ერთად.

ღორის ხორცის ასხმულა ბოსტნეულთან
  • 2 ს.კ. სოიოს ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ცხარე კეტჩუპი
  • 2 ს.კ. თეთრი ძმარი
  • 1 კგ. ღორის უძვლო სუკის ნაჭერი
  • 12 ცალი საშუალო ზომის ქამა სოკო
  • 1 ცალი დიდი ზომის წითელი ხახვი
  • 4 ცალი პატარა ზომის პომიდორი
  • 3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
  • 1 ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 2 კბილი დაკეპილი ნიორი

ერთმანეთში ავურიოთ: ბულიონი, მარილი, ნიორი, კეტჩუპი და ძმარი. მიღებული წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და ვადუღოთ მანამ სანამ ოდნავ არ დაიკლებს. შამფურზე თანმიმდევრობით ავასხათ თანაბრად დაჭრლი ღორის ხორცი, პომიდორი, სოკო და ხახვი . მიღებული ასხმულა გრილში, საშუალო ცეცხლზე შევწვათ 20 წუთის განმავლობაში და ხშირად ვნამოთ ჩვენს მიერ მომზადებული წვენით. როდესაც ხორცი და ბოსტნეული მზად იქნება სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. 

ღორის ხორცი კარტოფილითა და წიწაკით
  • 1 კგ. უძვლო ღორის ხორცი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ცალი საჭუალო ზომის წითელი ხახვი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 2 ცალი წითელი წიწაკა
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

ღორის ხორცს დავჭრად თანაბარ ნაჭრებად, მოვაყაროთ შავი წიწაკა და მარილი. გავაცხელოთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი, დავდოთ მასზე ხორცი და შევწვათ 10 წუთის განმავლობაში სანამ არ დაყავისფრდება, კარტოფილი დავჭრად თანაბრად ნაჭრებად დავუმატოთ ხორცს, წვრილად დაჭრილ ხახვთან , წიწაკას და უცხო სუნელებთან ერთად. ცეცხლზე დავტოვოთ კიდე 15 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე ოდნავ გავაგრილოთ და მოვასხათ ლიმონის წვენი. 

ფილე სატაცურითა და სოკოთი
  • 1 კგ. საქონლის ხორცის ფილე
  • 2 ს. კ. მოხარშული ხორბალი
  • 1 ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი
  • 2 ს. კ. სოიოს ფხვნილი
  • 1 ს. კ. შაქარი
  • 1/2 კგ სატაცური
  • 300გრ ქამა სოკო
  • 3 ცალი წითელი წიწაკა
  • 3 ჭიქა ბრინჯი

დავჭრათ ხორცი ძალიან თხელ ნაჭრებად, ხორბალი მოვხარშოთ, ერთმანეთში კარგდ ავურიოთ ხორბალი, ბულიონი, სოიოს ფხვნილი, შაქარი და ნიორი. მიღებული წვენი დროებით გადავდოთ და საშულო ცეცხლზე შევწვათ ხორცი მანამ სანამ არ მიიღებს ყავისფერ ფერს, შემდეგ დავუმატოთ სატაცური, თხლად დაჭრილი სოკო და დაფქვილი წიწაკა, ცეცხლზე დავტოვოთ კიდე 10 წუთის განმავლობაში და ვურიოთ მუდმივად. როდესაც ყველაფერი მოითუშება მას დავასხათ თავდაპირველად მომზადებული წვენი და ვადუღოთ 10 წუღის განმავლობაში, მანამ სანამ არ გასქელდება. სუფრასთან მივიტანოთ შემწვარ წიწაკასთან და მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ხორცის ასხმულა ბრინჯით
  • 500 გრ. ღორის ხორცის ფილე
  • 5 ცალი საშ.ზომის ხახვი
  • 5 ცალი ბულგარული წიწაკა(სასაურველია სხვადასხვა ფერის)
  • 1 ცალი ლიმონი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ.ძმარი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • გარნირისთვის: 500 გრ. ბრინჯი

  • მოამზადეთ მარინადი:შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი,ნახევარი ლიმონის წვენი,ძმარი,მარილი,პილპილი. დადგით თავდახურული.
  • დაჭერით ხორცი,ბულგარული და ხახვი 2-3 სმ. სისქის ნაჭრებად, ჩააწყვეთ მომზადებულ მარინადში და 2 საათით შედგით მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში. 2 საათის შემდეგ გააცხელეთ ცხიმწასმული ტაფა, ხის ჩხირებზე, მონაცვლეობით, აასხით მარინადიდან ამოღებული ხორცი, ბულგარული, ხახვი და შებრაწეთ.
    მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.


"ჰავაის კუნძულები" - ეგზოტიკური მწვადი
  • 4 ნაჭერი ქათმის ფილე
  • 2 ცალი ბანანი
  • 1 ნაჭერი ანანასი
  • 4 ს.კ . ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ხახვი

  • ქათმის ფილე დავრჭათ დაახლოებით 3 სმ-ის სისქის ნაჭრებად.ზეთი, წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ნიორი და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს. მივიღებთ მარინადს. მასში ჩავაწყოთ ქათმის ფილეს ნაჭრები და 2 საათის განმავლობაში შევდგათ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში.
  • 2 სთ-ის შემდეგ ბანანი და ანანასი დავჭრათ და მონაცვლეობით ქათმის ხორცთან ერთად წამოვაცვათ ხის გრძელ ჩხირებზე. შევწვათ ტაფაში 10-15 წთ-ის განმავლობაში.
  • გარნირად რეკომენდირებულია მოხარშული ბრინჯი.


"ჰავაის კუნძულები" - ეგზოტიკური მწვადი
  • 4 ნაჭერი ქათმის ფილე
  • 2 ცალი ბანანი
  • 1 ნაჭერი ანანასი
  • 4 ს.კ . ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ხახვი

  • ქათმის ფილე დავრჭათ დაახლოებით 3 სმ-ის სისქის ნაჭრებად.ზეთი, წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ნიორი და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს. მივიღებთ მარინადს. მასში ჩავაწყოთ ქათმის ფილეს ნაჭრები და 2 საათის განმავლობაში შევდგათ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში.
  • 2 სთ-ის შემდეგ ბანანი და ანანასი დავჭრათ და მონაცვლეობით ქათმის ხორცთან ერთად წამოვაცვათ ხის გრძელ ჩხირებზე. შევწვათ ტაფაში 10-15 წთ-ის განმავლობაში.
  • გარნირად რეკომენდირებულია მოხარშული ბრინჯი.
 
   
მუსია  
  [video]rembo10_1.mp3[/video]  
Сегодня были уже 8 посетителей (8 хитов) здесь!
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно